სხვა - კომპიუტერი და ინტერნეტი > ამოწურული კითხვა

სტატუსი მინდა ოდნოსთვის :)

ოდნოსთვის მინდა სტატუსი, სიყვარულზე ან რამე სარწმუნოებაზე :)
1 წლის წინ

საუკეთესო პასუხი - კითხვის ავტორის არჩევანი

მხოლოდ იმითომ რომ ვიგაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რომ უყვარდე, ეს იმას არ ნიშნავ რომ, მას მთელი გულით არ უყვარხარ \მარკესი\


მიყვარს ეს სიტყვები
1 წლის წინ
პასუხები
 (5)
  • ლამაზმა სიზმარმა გული დამწყვიტა, გავიღვიძე და უკვალოდ გაფრინდა, თვალი დავხუჭე სიბნელე ჩამოწვა, იმედიც გაქრა და მარტო დამტოვა......

    სიყვარული ტკივილია,ვისაც არ სტკივა,მას არ უყვარს

    და როცა ღამე ჩამოწვა ნისლი მე დავრჩი მარტო და კვლავაც გიცდი..
    1 წლის წინ

    Vote Up!
    3
    Vote Down!
    0

  • ''მე არ მაქვს სახლი, ანდა რად მინდა,
    დედამიწაა ერთი კედელი''...
    გახსოვდე მაშინ, როცა ვერ მხედავ
    და არა მაშინ როცა მიყურებ!

    ყველაზე საშინელი მონატრებაა,იყო მის გვერდით და აცნობიერებდე,რომ ის არასოდეს იქნება შენი

    არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს,ხოლო ის ვინც იმსახურებს არასოდეს აგატირებს
    სიყვარული ერთხელ წავა და არასოდეს განმეორდება

    მე დავცინოდი სიყვარულით ატირებულებს და მათი ცრემლი მხოლოდ თვალის ბზინვა მეგონა.მე დავცინოდი სიყვარულით აღსავსე გულებს და არ მეგონა თუ გავხდებოდი ამ გრძნობის მონა

    მე განვიცადე სიკვდილამდე უკვე სიკვდილი, მე სამუდამოდ უშენობა მქონდა მისჯილი
    ძალიან ძნელია როცა კვდები და საყვარელ ადამიანს ტოვებ ამ ქვეყანაზე,მაგრამ უფრო ძნელი და საშინელია როცა ის კვდება და შენ რჩები ამ წუთისოფელში მარტო

    შეიძლება ღმერთს სურს,რომ ჩვენ ვხვდებოდეთ უარგის ადამიანებს,მანამ სანამ შევხვდებით იმ ერთადერთს...იმიტომ რომ როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერი ვიყოთ

    თუ სიყვარული არ არსებობს სიცოცხლე რაა?არარაობა სიძულვილით დამშვენებული . . .

    ცას ვარსკვალავებით იცი რა აწერია?
    -რა?
    - მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვაივილივით მომქონდა შენთვის


    ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი:
    ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი....

    ახლა ჩამოჯდება ტოტზე სიმარტოვე, მერე ფეხაკრებით მოვა მონატრება...

    მეწყერივით ამირია ფიქრმა დარდი, ალბათ,მალე მომწყინდება ასე დგომაც...

    ბევრი არ მინდა სიყვარული მინდა მაწვიმდეს....

    ,,სიყვარულო გევედრები გახსოვდეს არ დამტოვო მარტო აღარასოდეს..."

    როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა მაინც მივდივაარ... მაინც გშორდები....

    შენ ფიროსმანის ვარდებივით არ დაბერდები.

    მთვარიან ღამეს დავიხურავ ვარსკვლავთა ქოლგას...

    როდესაც მოვა ის სანუკვარი წამი....წამი სურვილის და მზერის...

    მე არავინ არ მიყვარს, "სიყვარული" მიყვარს...
    "თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.....

    თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.....

    როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება....

    და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს....."
    ძნელია იყო მივიწყებული
    და ამავე დროს ახსოვდე ყველას,

    ძნელია იგრძნო ის სიყვარული,
    რომელსაც დღესაც მალავენ შენგან...


    http://adoado.piczo.com/?g=49787519&cr=4 ---უმარავი ფრაზაა სიყვარულზე ..
    1 წლის წინ

    Vote Up!
    4
    Vote Down!
    0

  • 1.ქვეყანა მორწმუნეთა სატანჯველია,სასაფლაო სადგური,სამოთხე კი მარადიული სამკვიდრო.
    2.მართალია სამოთხეში კარგი კლიმატია,მაგრამ სამაგიეროდ ჯოჯოხეთში სასიამოვნო საზოგადოებაა.
    3.თავი იგრძენით როგორც საკუთარ ნიკზე,მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ,რომ სტუმარი ხართ.
    4. სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე.
    5.დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
    6.ჭეშმარიტებაა უფალი მართლაც ერთია და ამას მხოლოდ ქართული ენა ხსნის ამინ.
    7..მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი.
    8."შეიყვარე განსაცდელი, რათა შეიძინო ღმერთი."
    9.სიყვარული, ერთადერთია რის გამოც ღირს ცხოვრება. რომ განიცადო ის, ერთხელ მაინც უნდა უთხრა ვინმეს წრფელი გულით
    „ მე შენ მიყვარხარ"და მანაც უნდა გიპასუხოს „ მე შენ მიყვარხარ"
    10.სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. . . ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.
    11.სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გვაახლოებს, ცხოვრებას გვილამაზებს, სიცოცხლის სურვილს გვმატებს.
    12.სიყვარული - ეს არის ღმერთის საჩუქარი. როცა გიყვარს სულ სხვა ადამიანი ხდები.
    13.სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
    14.სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი.
    15.რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს.
    1 წლის წინ

    Vote Up!
    6
    Vote Down!
    0

  • ვაა მაგარია. მეც გამომადგება :D
    1 წლის წინ

    Vote Up!
    4
    Vote Down!
    2