დალმატინელი ჭკვიანი ძაღლია?
აუუ დალმატინელი მინდააა და ზოგი მეუბნება არააო ჭკვიანიო :(((( თქვენი აზრიც მაინტერესებსს
1 წლის წინ
პასუხები
(4)
-
ტანადი და გრაციოზული დალმატინელი ეს არის ჭეშმარიტად უნიკალური ჯიში როგორც სილამაზის, ისე ხასიათის მიხედვით. დალმატინელთა შეფერილობაა წმინდა თეთრი პატარა მრგვალი, კარგად გამოკვეთილი შავი ან ყავისფერი ლაქებით. ამ ჯიშის ბეწვი მოკლეა, მჭიდროდ მიკრობილი, უხეში. ძაღლი ტოვებს ბალანსირებისა და სიმეტრიულობის შთაბეჭდილებას. დალმატინელი ძლიერი და კუნთოვანია, იწონის 23-25 კგ-ს, ხოლო მისი სიმაღლე მინდაოში არის 48-58 სმ. მკერდი არაა ძლიერი ფართო, მაგრამ ღრმაა. ყურები დასმულია მაღლა, ისინი საშუალო ზომისაა, მომრგვალო.
ისტორია.დალმატინელის სამშობლოა – დალმაცია (ისტორიული მხარე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე). თუმცა, ჩვეულებრივ, დალმეტინელს თვლიან ინგლისურ ჯიშად, ძირითად, იმიტომ, რომ იგი ძალიან პოპულარული იყო დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნეში საკარეტო ძაღლის სახით. დალმატინელი მირბოდა კარეტის გვერდით და ათავისუფლებდა გზას ცხენების წინ და გვერდით, როდესაც ისინი დასახლებულ პუნქტებში იყვნენ. მოგვიანებით, ეს ძაღლი გახდა უბრალოდ სიმბოლო და თან ახლდა ეკიპაჟს სილამაზისათვის. თუმცა, ლაქებიანი ძაღლების ფიგურები ნაპობია გათხრებისას საბერძნეთში. ე.გ. ეში, წიგნის “ძაღLები და მათი ისტორიის” ცნობილი ავტორი წერს, რომ პაქებიანი ძაღლები გამოსახულნი იყვნენ ძვ. წ. 2000 წლით დათარიღებულ ფიცრებზე. აშკარაა, რომ დალმატინელი – ძველი ჯიშია, რომელიც ჩვენამდე ღრმა წარულიდან მოვიდა და განიცადა ცვლილებები.
ხასიათი. არსებობს, მინიმუმ 101 მოსაზრება დალმატინელის აყვანის სასარგებლოდ. ეს გულღია და სასიამოვნო სახლის საყვარელი არსებაა, თუმცა ზოგიერთი მფლობელისათვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს მისი სიმკვირცხლე და ძლიერი აგებულობა. დალმატინელი დამჯერი, მეგობრულია, ყოველთვის კარგ ხასიათზე და ადამიანის საუკეთესო მეგობრის როლს სხვა ჯიშის ძაღლებზე ყველაზე უკეთ შეასრულებს.
აი ინფორმაცია დანარჩენი შენ იცი ისე მე ამ ძაღლს მოპსი ჩიხუახუა და რავი პატარა ტანის ძაღლები მირჩევნია წარმატებებიიი ....... :)1 წლის წინVote Up!0Vote Down!0 -
უფუნქციო ზაღლია1 წლის წინVote Up!0Vote Down!0
-
ჩემი აზრით კაი ძაღლია ბევრი ადამიანი მყავს ნანახი რომლებსაც დალმატინელი ჰყავთ. როგორც იცი დალმატინელებზე მულთბულმიცაა1 წლის წინVote Up!0Vote Down!0
-
დამიჯერე დალმანტინელი ძაან ჭკვიანი ძაღლია. მთავარია სწორად გაზარდო.
წყარო:
პირადი გამოცდილება1 წლის წინVote Up!0Vote Down!0
