სასწრაფოდ მითხარით რა როდის დაიწყო პირველიმსოფლიო ომი..
რომელ წელს (და თუ იცით სასურველია დღეც) დაიწყო პირველი მსოფლიო ომი..
1 წლის წინ
პასუხები
(3)
-
პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.1 წლის წინVote Up!0Vote Down!0
-
პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.
ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.
ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.
წყარო:
http://ka.wikipedia.org/wiki/I_მსოფლიო_ომი1 წლის წინVote Up!0Vote Down!0 -
1914 წლისთვის ევროპის 5 დიდი ქვეყანა ორ ბანაკად იყო გაყოფილი...ერთ მხარეს იდგნენ:ბრიტანეთი,საფრანგეთი და რუსეთი(,,ანტანტა''),ხოლო მეორე მხარეს:გერმანია და ავსტრო-უნგრეთი (,,ცენტრალური ქვეყნები").
ნაპერწკლად,რომელმაც ომის გაჩაღება გამოიწვია,1914 წლის 28ივნისს მომხდარი მკვლელობა იქცა. ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი,ავსტრიის ტახტის მემკვიდრე,ბოსნიის ქალაქ სარაევოში სტუმრობისას სერბმა სტუდენტმა მოკლა.
28 ივლისს ავსტრიამ,რომელსაც გერმანია მხარს უჭერდა,სერბეთს ომი გამოუცხადა...და დაიწყო ომიც...
მალე ომმა სხვა ქვეყნებიც მოიცვა...
1918 წლის მარტისთვის საომარი მოქმედებისგან დასუსტებულმა რუსეთმა გერმანიასთან ზავი დადო.მალე გერმანია დამარცხდა და ბრძოლა შეწყვიტა და 1918 წლის 11 ნოემბერს ომი დასრულდა.
პირველ მსოფლიო ომში ქვეყნების მანამდე არნახული რაოდენობა მონაწილეობდა და დაღუპულთა რიცხვიც გაცილებით მეტი იყო,ვიდრე ნებისმიერ სხვა ომში.
ესეც ასე...1 წლის წინVote Up!0Vote Down!0
